თურქეთ-სირიის საზღვარზე 500 მეტრის გვირაბი იპოვეს

თურქეთ-სირიის საზღვარზე 500 მეტრის გვირაბი იპოვეს

თურქეთ-სირიის საზღვარზე 500 მეტრის გვირაბი იპოვესთურქეთ-სირიის საზღვარზე 500 მეტრის გვირაბი იპოვეს, რომლის გამოყენებაც “ისლამური სახელმწიფოს” მეომრებისთვის იყო გათვალისწინებული.
გვირაბი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. ის ქალაქ თელ-აბიადიდან იწყება.
თურქეთიდან და იორდანიიდან სირიის მიმართულებით არალეგალური არხები გამოიყენება – ამის შესახებ გაეროში სირიის წარმომადგენელმა ბაშარ ჯააფარმა ილაპარაკა.
“დღეის მონაცემებით თურქეთის და იორდანიის ტერიტორიებიდან დაახლოებით 80 ათასი ტერორისტია შესული. მათ შორის “ფრონტის” ტერორისტები, რომლებიც “ალ-ქაიდასთან” არიან კავშირში და ისრაელის, იორდანიის და აშშ-ს სპეციალისტების მიერ არიან გაწვრთნილი” – ამბობს ჯაფაარი.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ერეტიკოსებს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ საიდიკი დაინიშნა