როდის მოხდება ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაცია – რა იცის ექსპრემიერის ძმამ?

„რაც კი აუცილებელი იქნება საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ყველაფერს მხარს დავუჭერთ,“-ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერს ცხედრის ექსგუმაციის კონკრეტულ თარიღზე ჯერ საუბარი ადრეა.

„პროკურატურა, თუ რამე მნიშვნელოვანი სიახლეა, თვითონ ახმაურებს. მე შემიძლია, მას შემდეგ, რაც პროკურატურა რამეს გაახმაურებს, ამაზე ვისაუბრო,“-განაცხადა გოგოლა ჟვანიამ.

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თარიღზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე ამ დრომდე არაა ცნობილი, თუ როდის მისცემენ ჩვენებას ყოფილი პრემიერის დაცვის წევრები, მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე.

ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მას შემდეგ რაც კობა ხარშილაძის და მიხეილს ძაძამიას ჩვენების დრო მოვა, ისინი გასცემენ პასუხს იმაზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

„ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას პროცესები ამ ეტაპზე არსებითი განხილვის თვალსაზრისით არ მიმდინარეობს, რამდენადაც ჯერ-ჯერობით არის ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სხდომები,“-განაცხადა კობა ხარშილაძის ადვოკატმა მიხეილ ძაძამიამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი: თუ რუსეთი მინსკში მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ “მისტრალს” ვერ მიიღებს