ფრანსუა ოლანდი: თუ რუსეთი მინსკში მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ “მისტრალს” ვერ მიიღებს

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ რუსეთისთვის “მისტრალის” მიწოდების პირობები ჯერჯერობით არ არის შესრულებული. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
ოლანდის თქმით, თუ რუსეთი მინსკში გუშინ მიღწეული შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, მაშინ ის ვერტმფრენმზიდის ტიპის უნივერსალურ სადესანტო ხომალდს – “მისტრალს” ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ დაწესდება მორიგი სანქციები.
საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის “მისტრალი” უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წელს უნდა მიეღო. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი “მისტრალის” გადაცემისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიროდის მოხდება ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაცია – რა იცის ექსპრემიერის ძმამ?
შემდეგი სტატიაუმრავლესობის ნაწილი მათ ლიდერს უკვე ღიად დაუპირისპირდა