რიკოთთან ხორბლით დატვირთული მანქანა გადაბრუნდა

ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე, ხორბლით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანის ძარა და რამდენიმე ტონა ხორბალი საუღელტეხილო მონაკვეთის ცენტრალურ გზაზე დაიფანტა.
ამ წუთებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და საპატრულო პოლიცია ცდილობს ნაწილობრივ აღადგინოს მოძრაობა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო
შემდეგი სტატიავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს