ოლეგ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენ

დღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენრუსეთის სასამართლომ უკრაინელ, კერძოდ კი, ყირიმელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. რეჟისორს ყირიმში ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ედება ბრალი.
რეჟისორი ბრალდებებს უარყოფს. სენცოვი 2014 წლის მაისში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს. იგი მკაცრად აკრიტიკებდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმის ჩატარებას და რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას.
უფლებადამცველები მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. სენცოვთან ერთად კიდევ ერთი აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო გაასამართლეს, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

https://youtu.be/CMX6Iyy0jgU

banner
წინა სტატიაშიპატრიოტიზმი ,როგორც ჩანს, გაიგივებულია ხის უკანონო ჭრასთან
შემდეგი სტატიადღეს, 10 მილიონ რუბლზე მეტი მოიპარეს გაგრის ბანკიდან