პუტინ-ხაჯინბას დიალოგი

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დღეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას სოჭში შეხვედრის დასაწყისის დიალოგს აქვეყნებს…

შეხვედრა, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, შემდეგი სახის დიალოგით დაიწყო…

ვლადიმერ პუტინი: პატივცემულო რაულ ჯუმკოვიჩ, ჩვენ არც ისე დიდი ხნის წინ 9 მაის შევხდით…  მადლობა, რომ მოხვედით. ვფიქრობ  ბუნებრივად მოხდა, რომ ერთობლივად ვებრძოდით ნაციზმს და დღესასწაულსაც ერთად აღვნიშნავთ.

ახლა არ მოვყვები ჩვენი ურთიერთობების მახასიათებლებზე და მის განვითარებაზე ლაპარაკს. თქვენი ნახვით მოხარული ვარ კიდევ იმიტომ, რომ მოგვეცა საშუალება ვილაპარაკოთ როგორ დაიწყო რეალიზაცია სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტების, რომელსაც მე ვთვლი ძალიან მნიშვნელოვნად და საფუძვლიანად.

კეთილი ოყოს თქვენი მობრძანება!

რაულ ხაჯინბა:  გმადლობთ!

პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ. თქვენი გულწრფელად მადლიერი ვართ მოწვევისათვის. ჩვენ ვესწრებოდით ჩვენი ხალხებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან დღესასწაულს – ფაშიზმთან გამარჯვების 70 წლისთავს… და ჩვენ ვნახეთ გრანდიოზული მოვლენა, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო ჩვენზე, არამედ ვფიქრობ მთელს მსოფლიო თანამეგობრობაზე.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ,  მთელი რიგი პოზიციები რეალიზებულია. დღეს უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება საპენსიო უზრუნველყოფაზე, ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა გარკვეულ კატეგორიებზე ხელფასის მომატებაზე.   მიდის აქტიური მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის, სასაზღვრო თემატიკაზე და რუსეთის და აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობაზე.

რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო მტკიცე და მჭიდრო იყოს.

აფხაზი ხალხი მადლობელია თქვენი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. გმადლობთ.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბასა ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს