სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რეფორმების გატარება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად.

,,მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ზეწოლით, რამეთუ ზემოთ მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას… თვითონ სტრუქტურა უკრაინული ხელისუფლების, არ იძლევა მისი სწრაფად რეალიზების საშუალებას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რეფორმებისადმი მიძღვნილ ერთერთ კონფერენციაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების ფარგლებში  დერეგულაციის გატარება და მენტალური ცვლილებები ბიუროკრატიისა და ჩინოვნიკების მიდგომებში…

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ლიდერი აცხადებს, რომ ახლა დროა სახელმწიფოზე იფიქრონ ,,რადგან თუ უკრაინას რეფორმები არ გამოუვა, ჩვენ ყველას მოგვხდება,, აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინ-ხაჯინბას დიალოგი
შემდეგი სტატიაადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ უკრაინის ხელისუფლებაში ყოფნაზე უარი თქვა