“პოლიტიკური დავალებები უმნიშვნელო საკითხებზეც კი გაიცემა,” – გია გეწაძე

გია გეწაძემ ნასამართლეობის შესახებ ცნობა დღეს აიღო.

გადაცემა “არჩევანში” მან ამ თემაზე პირველ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ამ ცნობის არქონა დიდად არ შეუშლიდა ხელს.

“ასეთ პატარა რაღაცეებზე თუ ხდება პოლიტიკური დავალებების გაცემა, მაშინ მნიშვნელოვან საკითხზე რა შეიძლება, ხდებოდეს,” – აცხადებს გია გეწაძე.

საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილ მოადგილეს, რომელიც უკრაინაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ნასამართლეობის ცნობის მიცემა გაუჭიანურეს.

გია გეწაძემ ცნობის აღება მხოლოდ დღეს შეძლო.

banner
წინა სტატიაში“ადეიშვილი კონსულტაციებს უწევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყანას”
შემდეგი სტატიაალექსანდრე კვიტაშვილი მზად არის, საქართველოს მთავრობას უკრაინაში უმასპინძლოს