ალექსანდრე კვიტაშვილი მზად არის, საქართველოს მთავრობას უკრაინაში უმასპინძლოს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის, განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება.

თოქშოუ “არჩევანში” საუბრისას კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული პროტოკოლი და არ იცის, შეხვდება თუ არა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.

“ჯერ არ არის გაწერილი ვიზიტის დეტალები და არ არის ცნობილი, იგეგმება თუ არა ჩემთან შეხვედრა. მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა, ხელი ჩამოვართვა საქართველოს მთავრობის წევრებს,”- აღნიშნა კვიტაშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრისას.

ალექსანდრე კვიტაშვილმა თოქშოუ “არჩევანში” საუბრისას უკრაინაში მის საქმიანობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, მის გარდა, არც ერთი ქართველი არ არის დასაქმებული.

ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ის რეფორმების პროცესზე მუშაობს და ფიქრობს, რომ უკრაინის იმედებს გაამართლებს.

 

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური დავალებები უმნიშვნელო საკითხებზეც კი გაიცემა,” – გია გეწაძე
შემდეგი სტატია“ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა სააკაშვილის რეფორმების საერთაშორისოდ აღიარება”