„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საზმაუწყებლის არგუმენტს ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.
გიგაური აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„10 დღეში მუსრი გაავლეს ხომ პოლიტიკური თოქ შოუების უმეტესობას… მოკლედ პოლიტიკოსის ცოლი თუ ხარ უნდა დაჯდე სამზარეულოში და ხაჭაპურები ახცო. ასეთი ლოგიკაა როგორც ჩანს):):):) რატო არ გაყევი ექიმს შენ კიდე ):):);) და გადაცემაც დახურეს შენი ხათრით?“, – წერს გიგაური.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მრჩევლის, ბასა ჯანიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა ინტერესთა კონფლიქტის გამო დაიხურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეწამყვანის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება.