პარლამენტმა მეორე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება საჯარო მოწოდებები დაპირისპირების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომიტეტის შენიშვნები გაითვალისწინა და პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეცვლილი სახით წარუდგინა პარლამენტს.