პარლამენტის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაცია არ გაიარა კვორუმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობამ.
76 დეპუტატის შესაგროვებლად ქართული ოცნების წევრების გარდა, საჭირო იყო უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაციაც, მაგრამ ნაციონალებმა პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღეს.
რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.