ამის შესახებ „არტ პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, 12 თებერვალს კონცერტის დაწყებამდე ცნობილი ფრანგი მსახიობი „არტ პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს.
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება.