უკრაინის რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის განცხადებას მხარი რადას 271-მა დეპუტატმა დაუჭირა.
“უმაღლესი რადა რუსეთის ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოდ მიიჩნევს და მოუწოდებს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს, არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა”, – ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას განცხადებაში.
რადას დეპუტატები საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებენ. რადას დეპუტატები საერთაშორისო პარტნიორებს ასევე მოუწოდებენ, “დონეცკისა და ლუგანკის სახალხო რესპუბლიკები” აღიარონ ტერორისტულ ორგანიზაციებად.

banner
წინა სტატიაშიStop Russia! – ხიდაშელის გამოსვლა ევროსაბჭოში
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი წაიყვანს