ოზურგეთში სამრევლო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული.

წინასწარი ინფორმაციით, გუშინ გურიის სამხარეო სამმართველოში, აღნიშნულ სამრევლო სკოლაში მომუშავე პედაგოგი-სასულიერო პირები დაიკითხნენ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის წინამძღვარ მამა ვახტანგ თოხაძის დავალებით, მეცხრე კლასის მოსწავლემ თანაკლასელი სცემა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი იქნება ექსპორტირებული ჩინეთში”
შემდეგი სტატიახმაური საქალაქო სასამართლოში – ბრალდებული ცააძის კითხვამ ვაზაგაშვილები გააღიზიანა