ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული.
წინასწარი ინფორმაციით, გუშინ გურიის სამხარეო სამმართველოში, აღნიშნულ სამრევლო სკოლაში მომუშავე პედაგოგი-სასულიერო პირები დაიკითხნენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის წინამძღვარ მამა ვახტანგ თოხაძის დავალებით, მეცხრე კლასის მოსწავლემ თანაკლასელი სცემა.