ხმაური საქალაქო სასამართლოში – ბრალდებული ცააძის კითხვამ ვაზაგაშვილები გააღიზიანა

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დღეს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები დაიკითხებიან. პროცესი საქალაქო საამართლოში რამდენიმე წუთის წინ ხმაურით დაიწყო.

პროცესის დაწყებისთანავე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ ზურაბ ვაზაგაშვილის დედას მიმართა და კითხა თუ საიდან შეიტყო რომ სპეცოპერაციის დროს ცააძეს არ უსვრია

„შენი შვილი დაიფიცე და ისე მითხარი, აი ვინ გითხრა რომ მე არ მისვრია? ამათმა ხომ არ გითხრათ?“- განაცხადა ბრალდებულმა.

ბრალდებულის განცხადებას ვაზაგაშვილების მხრიდან ხმაური მოჰყვა თუმცა პროცესზე ვითარება მალევე განიმუხტა და სასამართლო სხდომა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე გამომძიებელს ალექსანდრე მგელაძეს და ბრალდებულ გიორგი ცააძეს დაკითხავენ.

დაცვის მხარე ამბობს, რომ პროცესზე მათ რამდენიმე მოწმის დაკითხვა ვერ შეძლეს რადგან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ მიუხედავად ამისა უკვე დაკითხული პირების მიერ დადასტურებულია, რომ ადგილი არ ჰქონია დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას.

„დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ დამდამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ იქნება,“- განაცხადა დავთი ხაჟალიამ.

ადვოკატის ეს განცხადება გაუგებარია პროკურორისთვის ამირან გულუაშვილისთვის.

„რას ეფუძნება ბატონი დავითის განცხადება ჩემთვის უცნობია. თავად დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები ურთიერთ საწინააღმდეგოა,“- აცხადებს გულუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში სამრევლო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიააბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი შეხვდა