ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს და გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 1991 წელს ის სახელმწიფო გადატრიალების პროცესში მონაწილეობდა, კატეგორიულად უარყოფს.
ამის შესახებ დეპუტატმა რუსთავი2-თან განაცხადა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„1991 წელს ვღებულობდი მონაწილეობას მხოლოდ ჩემს ოპერატორთან ერთად, კამერით ვაფიქსირებდით მიმდინარე პროცესებს და არავითარი იარაღი ამ შემთხვევაში არ მქონია. კადრები, ალბათ, არსებობს და, თუ ასეთ კადრს ნახავთ სადმე, აუცილებლად გამოიტანეთ საჯაროდ,“ – ამბობს ნუკრი ქანთარია.