ნოდარ ხადური: დამატებითი ვალის აღება არ იგეგმება

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, დამატებითი ვალის აღება არ იგეგმება. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსის გამოყენება დაჩქარდეს.
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ასევე არ იგეგმება სავალუტო ფონდისგან ვალის აღება. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთ პროგრამაზე მუშაობა.
“ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე თვეში სავალტო ფონდი შესაფასებელი მისიით ჩამოვა. ახლა არის სამუშაო ვიზიტი. დამატებითი ვალის აღებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ რესურსი, რომელიც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული დავაჩქაროთ მისი გამოყენება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა საინვესტიციო პროექტებისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძებნა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ლარის კურსის გამყარებას მაისისთვის მოელის
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: იმპორტი შემცირდება