საქართველოს მთავრობა ლარის კურსის გამყარებას მაისისთვის მოელის

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მაისამდე ლარის კურსის გამყარებას არ მოელიან. მათ დღეს ბიზნესმენებს მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინეს. ამ გეგმის მიხედვით, გამოცხადდება სხვადასახვა ობიექტის პრივატიზება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

მთავრობა გეგმავს ბიზნესის ხელშეწყობისთვის პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართოს. ეკონომიკური პროფილის მინისტრები მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებებით ლარის კურსის დასტაბილურება მაისისთვის მოხდება.

„წარვადგინეთ კონკრეტული ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხა, მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას, ამას გარდა ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესია და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ზუგდიდის მერია 5 ათასი ლარის თაიგულის შეიძენს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: დამატებითი ვალის აღება არ იგეგმება