“ნაციონალების” აქციის დასარბევად ბედუკაძე “ზონდერ-ბრიგადებს” ქმნის?

,,ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის დარბევის მიზნით, სკანდალური ციხის კადრების ავტორი და გამავრცელებელი ლადო ბედუკაძე ე.წ. ზონდერ-ბრიგადების შექმნას აპირებს. ბედუკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დაანონსებულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიტინგის დასარბევად ზონდერ ბრიგადებს შექმნის.

“ნებართვა აღებული მაქვს იდეის ავტორ ზაზა გიორგაძისგან. ვაყალიბებთ სახალხო ზონდერ-ბრიგადას 21 მარტის სექტანტთა მიტინგის დასარბევად! (გულჩვილები არ შეგვეხმიოანოთ ! 🙂 ვნახოთ “უფასო მასაჟი” როგორია. :)” -წერს ბედუკაძე “ფეისბუქის” ასკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქეები უკრაინაში შესვლას მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით შეძლებენ
შემდეგი სტატიარუსეთის დედაქალაქში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან