რუსეთის დედაქალაქში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

რუსეთის დედაქალაქში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები მსვლელობით მივლენ იმ ადგილთან, სადაც ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. დაგეგმილი აქციის გამო, ადგილობრივი დროით 11:00 საათიდან მოსკოვის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტება. მარში 15:00 საათზე დაიწყება. მერიის თანხმობის მიხედვით, მასში მონაწილეობა 50 000-მა ადამიანმა უნდა მიიღოს. ანალოგიური აქციები გაიმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 3 მარტს, მოსკოვში, სახაროვის ცენტრში გაიმართება. პანაშვიდი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს.რუს ოპოზიციონერს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.მოსკოვში დღეს დილიდან ადგილზე სადაც ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალების” აქციის დასარბევად ბედუკაძე “ზონდერ-ბრიგადებს” ქმნის?
შემდეგი სტატიათბილისის მერია გათავისუფლებულ თანამშრომლებს თანამდებობებზე დროებით აბრუნებს