მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ.

არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი მისვლა მუხათგვერდის სასაფლაოზე არის ერთგვარი გამოძახილი 2 აპრილს დაკრძალვაზე თავდაცვის მინისტრისა და მთვარობის სხვა წევრების არ მისვლისა.

„ვალდებულებაა, რომ გმირების წინაშე ქედი მოვიხადოთ, რადგან ეს გმირობა საქართველოს კიდევ დაჭირდება,“ – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას დამფუძნებელი, ნიკა რურუა.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშილარის გაუფასურება გრძელდება
შემდეგი სტატიადავით შავლიაშვილი: ინფორმაცია არ მქონდა, თორემ აუცილებლად წავიდოდი