დავით შავლიაშვილი: ინფორმაცია არ მქონდა, თორემ აუცილებლად წავიდოდი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის განცხადებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ამის შესახებ შავლიაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“რაც შეეხება დაკრძალვას, ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია არანაირი, თორემ აუცილებლად, ალბათ, წავიდოდი”, – განაცხადა შავლიაშვილმა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ-ის ანალიზისთვის აღებული ნიმუშების, შავლიაშვილის თქმით, მას თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია.
“სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება არ მომისმენია. მარნეულში ვიყავით პრეზენტაციაზე”, – განაცხადა შავლიაშვილმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაკურტანიძის აღსარება