მოსკოვი კიევისგან 3 მილიარდის დაბრუნებას ითხოვს

მოსკოვი კიევისგან 3 მილიარდის დაბრუნებას ითხოვს

მოსკოვი კიევისგან 3 მილიარდის დაბრუნებას ითხოვსრუსეთი კიევისგან 3 მილიარდი დოლარის დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთან მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი არ შეუერთდება საერთაშორისო კრედიტორების გადაწყვეტილებას უკრაინული ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ. სილუანოვმა განაცხადა, რომ “რუსული ვალი სუვერენულია” და კიევთან პერობლემის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები არ იგეგმება.
ამასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა, რომ რუსეთი სასამართლოში იჩივლებს, თუკი უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე ვალს არ დააბრუნებს. “სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს” – აღნიშნა მინისტრმა.
ადრე უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივას შეუერთდეს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მან დაამატა, რომ “რუსეთს იმაზე მეტი პრივილეგია არ მიენიჭება, ვიდრე სხვა კრედიტორებს”.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევმა უცხოურ ნაწარმზე უარის თქმისკენ მოუწოდა ყაზახებს…
შემდეგი სტატიაუკრაინამ ეკონომიკური ზრდით მსოფლიო გააოცა