მოსამართლე ურთმელიძემ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

მოსამართლე ამ წუთებში დეტალურად განმარტავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა.

მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა.

საქმის განმხილველი მოსამართლე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს.

ამავე დროს მოსამართლემ სასამართლო დაბრაზიდან პროცესის დასრულებამდე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევა. იურისტების რამდენიმე შუამდგომლობის მიუხედავად ურთმელიძე ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრების წინააღმდეგი იყო და შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებდა.

რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები, ასვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ. ამასთან ნიკა გვარამიამ და კომპანიის იურისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს მოსამართლე ურთმელიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გორგოძე მსოფლიო რაგბის “საოცნებო გუნდის” წევრად დასახელდა
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი – ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, რაც საქართველოში მედია გარემოს შეეხება