იანოშ ჰერმანი – ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, რაც საქართველოში მედია გარემოს შეეხება

პლურალისტული მედია და მართლმსაჯულება ეს არის კომპონენტები, რომელიც ქვეყნის წარმატებისთვის გადამწყვეტია, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
ჰერმანის შეფასებით, მნიშვნელოვანია მეტი გაკეთდეს იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება.
“ასოცირების ხელშეკრულება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას ეფუძნება. ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნა მარტივი და ერთ დღეში გადასაჭრელი ამოცანა არ არის. ვიცით, რომ საქართველომ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი განახორციელა. მსურს აღვნიშნო ზოგიერთ სფეროში საკმაო წარმატება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკავშირის მხარდაჭერით. რაც შეეხება პლურალისტულ მედიას, მართლმსაჯულებას, ეს არის კომპონენტები, რომელიც გადამწყვეტია ქვეყნის წარმატებისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება. ჩვენ რასაკვირველია, თვალს ვადევნებთ მოვლენებს, რაც საქართველოში მედია გარემოს შეეხება”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძემ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძეს გადაწყვეტილებას ,,ქართული ოცნება” ეხმაურება