ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფრედერიკა მოგერინი, მიმართავს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში არალეგალ ლტოლვილთა გადამყვანი გემების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოამზადონ…
მოგერინის სიტყვებით, საუბარია ევროკავშირის მიერ ჩატარებული ოპერაციის ,,EUNAVFOR Med,,-ს მეორე ეტაპზე… რომლის მიზანიც ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი მიგრანტების გადამყვანი და მათი თანმხლები გემების დაკავება და განადგურება იქნება.
,,ოპერაციის მეორე სტადიაზე გადასვლას ევროკავშირი რამდენიმე კვირას მოუნდება… ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი შესაძლებლობები და გემები, მანამ სანამ ფორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ,, აცხადებს მოგერინი.