მიხეილ სააკაშვილი: ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოში სტაბილურობას

ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს ადგილობრივ გამოცემა “ვესტი.აზთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
“არსებობს რამდენიმე სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც სამწუხაროდ, ციხიდან გამოუშვეს, მათ აქტიურად ამარაგებენ იარაღით. ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოში სტაბილურობას და მომავალშიც ასე იქნება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პრობლემები ძლიერი სახელმწიფოს არსებობის შედეგად გადაიჭრება, სადაც აზერბაიჯანელები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნობენ თავს.
“ვფიქრობ, ჩვენ მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც საქართველოში შესაძლოა, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან ქვეყნის ლიდერი გახდეს აზერბაიჯანელი. თუ შენ მოქალაქეებისგან ითხოვ ერთგულებას, მაშინ მათ უნდა მისცე არამარტო ყველა უფლება, არამედ ზრდის შესაძლებლობაც”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეს საქართველოს ძალიან დიდი აღიარება და ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადებაა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი