ირაკლი ღარიბაშვილი: ეს საქართველოს ძალიან დიდი აღიარება და ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადებაა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ქვეყნის აღიარებას ნიშნავს.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ვილჰელმ მოლტერერს ოფისის გახსნის მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის სტრუქტურებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა.

“დარწმუნებული ვარ, არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, დავეხმარებით მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე აფინანსებს ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში, როგორიც არის გზები, წყალმომარაგება, ასევე არაერთი პროექტი გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მივესალმები ამ დღეს, რომელიც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის აღიარებას, რათა საქართველო გახდეს რეგიონული ლიდერი. ეს ჩვენ დაგვეხმარება ევროპასთან დაახლოებაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ვილჰელმ მოლტერერმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი რეგიონული მნიშვნელობის იქნება და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს და აზერბაიჯანსაც დაფარავს.

banner
წინა სტატიაში,,ღამის მგლები,, ევროპაში შეიპარნენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოში სტაბილურობას