მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ბოლო წელი, როცა ჩვენი დამპყობლის ხელდასმულმა მარიონეტებმა ქართველ ხალხს უთხრეს უარი ამ პრივილეგიაზე

saakashvilliსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” ჩართვისას მიულოცა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საქართევლოში გრძელდება თავდაცვის სამინისტროს ნგრევა და ქართული ჯარის განადგურება.

„იანუკოვიჩმა გააუქმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, სამხედრო აღლუმი. ისევე როგორც იანუკოვიჩმა გაანადგურა უკრაინის თავდაცვის სტრუქტურები, დაახლოებით იგივე პროცესი მიდის საქართველოში, გრძელდება თავდაცვის სამინისტროს ნგრევა, ქართული ჯარის განადგურება, ჩვენი კონტრდაზვერვის საუკეთესო კადრების დევნა. აღლუმი არ არის, მაგრამ ეს არის ბოლო წელი, როცა ჩვენი დამპყობლის ხელდასმულმა მარიონეტებმა საქართველოს ჯარს და ქართველ ხალხს უთხრეს უარი ამ პრივილეგიაზე, რომ აღნიშნონ თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული ღირსების დემონსტრირებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიტვის ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ხალხი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ