დავით ნარმანია: ხალხი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ

narmania

“ამ ფორმატმა ნამდვილად გაამართლა, ხალხი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ,” – ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. ნარმანია ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამ ფორმით აღნიშვნა მოქმედი ხელისუფლების კარგი გადაწყვეტილებაა, რის გამოც მოსახლეობაც ბედნიერია და პოლიტიკოსებიც.

“ამ ფორმატმა ნამდვილად გაამართლა ხალხი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ, ჩვენ დღეს რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ვულოცავ ყველას დამოუკიდებლობის დღეს,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი დღეს რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. ნარმანიებმა სურათები გადაიღეს და კლასიკურ მუსიკას მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ეს არის ბოლო წელი, როცა ჩვენი დამპყობლის ხელდასმულმა მარიონეტებმა ქართველ ხალხს უთხრეს უარი ამ პრივილეგიაზე
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: მათ ურთულეს ბრძოლაში ბრძოლის ველზე მიგვატოვეს