მიშა „მეოცნებეებზე“ ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს?

„ოცნების“ „ნაციონალური“ დეჟა ვიუ

http://www.timer.ge/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d/
ისეთი პირი უჩანს, რომ „ოცნება“ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას და კუდიანებზე ნადირობას იწყებს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყეს. ყველაფერი ეს კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უკრაინულმა „ვიკილიქსმა“ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას თურქეთის აეროპორტში გამართული შეხვედრისა და, შესაბამისად, საუბრის დეტალები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბოკერია, სხვათა შორის, არც მისი მეუღლე, ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიშასთან შეხვედრას არ უარყოფს, მაგრამ ორივე იქვე განმარტავს, რომ ხელისუფლების დამხობაზე არაფერი უთქვამთ.ასეა თუ ისე, ბევრს ყველაფერმა ამან 2007 წლის ნომებრის „დეჟა ვიუ“ გაუჩინა – მოგეხსენებათ, მაშინ, „ნაცმოძრაობამ“ ჯერ საკუთარი ხალხი სასტიკად დაარბია, შემდეგ კი, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმე სწორედ ხელისუფლების დამხობის მუხლით აღძრა.
განსხვავება დღევანდელ და მაშინდელ მოვლენებს შორის შესაძლოა, მარტო ის იყოს, რომ „ნაციონალებმა“ საქმე უფრო „პროფესიონალურად“ შეფუთეს და საზოგადეობის წინაშე ფარული ჩანაწერებიც გაასაჯაროეს. ამ ჩანაწერებიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდარავას ეხებოდა, სადაც ის რუს თანამოსაუბრეს „მაესტროს“ უწოდებდა.
კიდევ ერთი მსგავსება 2007 წლისა და დღევანდელ „ხელისუფლების დამხობას“ შორის, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ორივე შემთხვევაში, საქმის მთავარი ფიგურანტი ტელევიზია გახლავთ:
მაშინ „შეთქმულების“ ავანგარდში „იმედი“ იდგა, ახლა კი, როგორც უკრაინული „ვიკილიქსით“ ირკვევა, „რუსთავი 2“, უფრო კონკრეტულად, ამ არხის გენდიდრექტორი დგას, თუმცა ამავე „ვიკილიქსით“, ანუ სააკაშვილ-ბოკერიას საუბრის სტენოგრამით, ნიკა გვარამია შეთქმულების შესახებ არაფერი იცის და ის, უბრალოდ, მსხვერპლად უნდა იქნეს გამოყენებული.
შეიძლება, ყველაფერი ეს, მართლაც, ასეა, მაგრამ ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობაზე გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ესკალაციის ნიშნები არსებობს, რის გამოც მთელმა „ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა მარგველაშილი კინაღამ ჩაქოლეს.
სხვათა შორის, უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ სტენოგრამაში გიორგი მარგველაშვილიც არის ნახსენები, ანუ შლეიფი, რომ „ნაციონალები“, პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად რაღაცას ამზადებენ, სახეზეა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულ „ვიკილიქსს“ რუსული ფესვები აქვს. თუ ეს დადასტურდა, ცხადზე უცხადესი იქნება, რომ უკრაინულმა „ვიკილიქსმა“ სააკაშვილ-ბოკერიას საუბრის ე.წ. სტენოგრამა გარკვეული მიზნის მისაღწევად გაავრცელა.
ამსობაში, „თაიმერისთვის“, სანდო წყარზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ფარული ჩანაწერების ომი გაგრძელდება, თუმცა ამჯერად, სკანდალური ფარული ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მხარემ გამოაქვეყნოს და ამ შემთხვევაშიც, გავრცელების „კანალი“ სწორედ რომელიმე უკრაინული მედიაპორტალი იყოს.
„პირადად მე, არ გამოვრიცხავ, რომ მიშამ „ოცნების“ დღევანდელ სახეებზე გარკვეული კომპრომატები გამოამზეუროს. რასაკვურველია, არ ვამბობ, რომ ეს კომპრომატები მაინცდამაინც ინტიმური სახის იქნება (თუმცა, არც უამისობაა), მაგრამ ვუშვებ, რომ ფარულ ჩანაწერებზე, თუ ასეთები არსებობს, ყოფილი ოპოზიციონერების და დღევანდელი ჩინოვნიკებისა და უმრავლესობის წევრების „ნაციონალებთან“ ფინანსური ურთერთობები იყოს ასახული“, – გამოთქვამს „თაიმერთან“ საუბრის დროს ვარაუდს ინკოგნიტო რესპოენტი, რომელიც თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მიშას ხალხი ყოფილ ოპოზიციასთან ნებისმიერი, მათ შორის, უმნიშვნელო შეხვედრის და კომუნიკაცის ფიქსაციას ახდენდა.
„თაიმერის“ წყაროს ანალიზით, მისი პროგნოზი თუ გამართლდა და სააკაშვილის მხარემაც გაავრცელა ჩანაწერები, ეს სამოქალაქო ესკალაციას კიდევ უფრო დაავიწროვებს.
„ოცნებაში“, ასე თუ ისე, კიდევ არიან ადამიანები, რომლების მიმართაც მოსალხეობას ნდობა ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ისინი „ნაციონალებთან“ არიან ან იყვნენ შეკრულები. ჩვენს სპეცსამსახურებს შეიძლება, სწორედ ამის ეშინიათ და ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიება ამიტომ დაიწყეს, ანუ შეეცდებიან, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება როგორმე აღკვეთონ, თორემ თუ აქ სიტუაცია აირია, ისეთი ამბები ატყდება, დედა შვილს აღარ დაინდობს,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
წყარო, ასევე, ვარაუდობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი „ნაციონალებმა“ დაიწყეს, NDI-ს კვლევების ფონზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად „ოცნებას“ უნდა აწყობდეს, რადგან ამით გაუჩნდება შანსი, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისევ სრული უმრავლესობით თუ არ მოვა, იმდენს მაინც მოახერხებს, რომ მთავრობის დაკომპლექტების დროს გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება ექნება.
ზოგადად, როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, პოლიტიკურ კულუარებში, მათ შორის, ოპოზიციურშიც დიდი დაბნეულობაა და ყველა იმის მოლოდინშია, თუ რას იტყვის ყოფლი პრემიერი, რომლის გამოსვლაც ამ საღამოს, „იმედის“ ეთერში იგეგმება, ანუ თუ ივანიშვილი რაღაც მინიშნებას გააკეთებს, რომ ხელისუფლება ბოლომდე კარგად არ იქცევა, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის დაცვის საბაბით აგორებული ვაკჰანალია მიწყარდეს, მაგრამ „თაიმერის“ ინფორმატორები ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრემიერი და ქვეყნის პირველი მოქალაქე მსგავს მინიშნებას არ გააკეთებს და, პირიქით, შესაძლოა, ცეცხლზე ნავთიც კი დაასხას. აი, ასეთ შემთხვევაში კი რა მოხდება, პროგნოზირებას ყველა ერიდება.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშისცენის დღესასწაული –ნინელი ჭანკვეტაძე
შემდეგი სტატიაე.წ მოდულის შენობაში გიგა ბოკერია დაიბარეს