“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულებს”- ნაციონალური მოძრაობა

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულებს”- ეს განცხადება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, აუცილებელია დროული ქმედებები და 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების დროული აღმოჩენა.

“ხელისუფლებამ ზარალი უნდა აღწეროს და ხალხს სასწრაფოდ უნდა აუნაზღაუროს სრულად რა დანაკარგიც მათ განიცადეს სტიქიის შედეგად. დაზარალებულების დასახმარებლად საზოგადოებამ შემოწირულობა განახორციელა იმიტომ, რომ ბიუროკრატიულ პროცესებზე არ იყოს ეს პროცესი დამოკიდებული. დღესვე მოხდეს ამ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა,” – აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე საკითხების პოლიტიზირება არ მოხდება
შემდეგი სტატიაეთერ კაკულიას ოჯახს პატრიარქმა მიუსამძიმრა