ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე საკითხების პოლიტიზირება არ მოხდება

30 ივნისსა და 1 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – 32-ე რაუნდი გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.
“იმედი გვაქვს, რომ შედგება კონსტრუქციული მსჯელობა, არ მოხდება საკითხების პოლიტიზირება და მოგვეცემა საშუალება, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადავწყვიტოთ”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 30 ივნისს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ხოლო სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 1 ივლისს გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრმა გამოჩენილ მეცნიერს ნოდარ ცინცაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა
შემდეგი სტატია“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულებს”- ნაციონალური მოძრაობა