“მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას”-დავით ნარმანია საკადრო პოლიტიკაზე

დავით ნარმანია გამორიცხავს, რომ მერიის სხვა თანამშრომლები კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩაბმულები-ეს განცხადება დედაქალაქის მერმა ბიძინა ივანიშვილის მიერ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუს შეფასების დროს გააკეთა.

“მასობრივი ხასიათი ამას არ ექნება, თუ სადმე რაიმე გამონაკლისები იარსებებს, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური რეაგირება აუცილებლად იქნება”-აცხადებს დავით ნარმანია.

თბილისის მერი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ ექნება პრეტენზია, რომლებიც ჯეროვნად არ შეასრულებენ თავიანთ მოავალეობებს. ასეთ შემთხვევაში “მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას”-ამბობს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელია ასეთ ნაბიჯს დავარქვათ პატივისცემა მეგობარი ქვეყნის მიმართ”-კვაჭანტირაძე სააკაშვილის დანიშვნაზე
შემდეგი სტატია“საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს” – უსუფაშვილი