წარმოუდგენელია ასეთ ნაბიჯს დავარქვათ პატივისცემა მეგობარი ქვეყნის მიმართ”-კვაჭანტირაძე სააკაშვილის დანიშვნაზე

მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა არასასიამოვნო და არამეგობრული ნაბიჯი იყო. განცხადებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გააკეთეს.

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არასწორი ნაბიჯი გადადგა.

“არსებობს დიპლომატიური ნაბიჯები რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ეს წარმოუდგენელი და ელემენტარულია. ასეთ ნაბიჯს დავარქვათ პატივისცემა მეგობარი ქვეყნის მიმართ,”- განაცხადა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიიღო არასასიამოვნოა.

სააკაშვილიდ დანიშვნა შეაფასა ვახტანგ ხმალაძემაც და განაცხადა, რომ ერთი კონკრეტული მოვლენით ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ განისაზღვრება, თუმცა მისი თქმით პოროშენკოს გადაწყვეტილება არ იყო სწორი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
შემდეგი სტატია“მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას”-დავით ნარმანია საკადრო პოლიტიკაზე