1988 წელს დაბადებლი სოხუმის, ახალი რაიონის მკვიდრი, რომელიც სასტიკი მკვლელობისათვის იძებნებოდა, დაკავებულია. დამნაშავეს მეოთხეკლასელი გოგონას მკვლელობაში ედება ბრალად.
2013 წლის 2 დეკემბერს,სკოლიდან გამოსული გოგონა უგზო–უკვლოდ დაიკარგა. მისი გვამი კი გუმისტასთან იპოვეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, ადგილზე დეენემის ნიმუშები იქნა აღებული, ბიოლოგიური ნიმუშები რუსეთსი იქნა გაგზავნილი. გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად კი დამნაშავე დღეს დააკავეს – ამბობს ლომაია.