მარინ ლე პენს გაასამართლებენ…

მარინ ლე პენს გაასამართლებენ..

,,როიტერის,, ინფორმაციით, საფრანგეთის ოპოზიციური ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერს, ანტიამერიკული და პროსრუსული განწყობებით ცნობილ მარინ ლე პენს, ანტიმუსლიმური გამონათქვამების გამო საფრანგეთში გაასამართლებენ…

გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ჟან მარინ ლე პენმა, ფრანგი მუსლიმი მლოცველები ფაშისტ ოკუპანტებს შეადარა, ის მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სასამართლოზე არის დაბარებული… თავად ლე პენი კი ამ საკითხთან მიმართებაში თვლის, რომ აღმაშფოთებელია როდესაც პოლიტიკოსს საკუთარი მოსაზრებების გამო გაასამართლებენ.

აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენს, მსგავსი გამონათქვამების გამო, 2013 წელს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით დიპლომატიური ხელშეუხებლობა გაუუქმეს.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ ახალი ტიპის 20 ატომურ ბომბს გერმანიაში განალაგებს… (VIDEO)
შემდეგი სტატიაბიჭუნა, რომელიც “საათი-ბომბის” გამო დააპატიმრეს, სკოლიდან გამოიყვანეს