ბიჭუნა, რომელიც “საათი-ბომბის” გამო დააპატიმრეს, სკოლიდან გამოიყვანეს

ბიჭუნა, რომელიც

ბიჭუნა, რომელიც "საათი-ბომბის" გამო დააპატიმრეს, სკოლიდან გამოიყვანესაჰმედ მოჰამედის მშობლებმა ბიჭუნა სკოლიდან გამოიყვანეს. აჰმედის მიერ გაკეთებული საათის მექანიზმი, რომელიც მან გაკვეთილზე მიიტანა, მასწავლებელს ბომბი ეგონა.
აჰმედის მამის თქმით, მან ბავშვები სკოლიდან ფსიქოლოგიური ტრავმის გამო გამოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს საზოგადოების მხრიდან დიდი რეონანსი მოყვა.

აჰმედი მაკარტურის სკოლაში (ქალაქი ირვინგი. ტეხასის შტატი) მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მან სკოლაში ბომბის მაკეტი მოიტანა.
“აჰმედმა მითხრა, რომ მას არ უნდა სკოლაში დაბრუნება” – განაცხადა ბიჭის მამამ. მისი თქმით, ბიჭუნამ ბევრი სკოლიდან მიიღო მოწვევა, მაგრამ ახლა დასვენება სჭირდება.
ხვალ აჰმედის ოჯახი ნიუ-იორკში მიფრინავს, სადაც ისინი გაეროს მაღალჩინოსნებს შეხვდებიან. ამის შემდეგ კი ისინი მექას ეწვევიან, დაბრუნებულებს კი ვაშინგტონში ბარაკ ობამასთან აქვთ შხვედრა, რომელმაც უკვე მოიწვია ბიჭი თავისთან.
პრეს-კონფერენციაზე აჰმედმა განაცხადა, რომ მას სკოლის გამოცვლა სურს და “ძალიან დამწუხრებულია” იმის გამო, რომ მასწავლებელი მას არ ენდო. “საათი გავაკეთე იმიტომ, რომ მასწავლებელთან თავი გამომეჩინა, მაგრამ როცა ვაჩვენე, მან ჩათვალა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. დამწუხრებული ვარ ძალიან იმის გამო, რომ მან ასე ჩათვალა” –

აჰმედ მოჰამედის დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოყვა პრესასა და სოციალურ ქსელებში.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენს გაასამართლებენ…
შემდეგი სტატიადუბაის პრინცი იემენელ ბოევიკებთან ბრძოლაში დაიღუპა…