“ლეიბორისტული პარტია“ მოსახლეობისთვის სესხების დაბალ პროცენტში გაცემას მოითხოვს. მშრომელთა პარტიის წევრებმა ამ მოთხოვნით, ბანკის ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია მოსახლეობას დაეხმაროს.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ქართუ ბანკიდან“ დაპირებისამებრ მოსახლეობაზე უნდა გასცეს დაბალ პროცენტიანი სესხები, იმისათვის, რომ მოსახლეობა გარდაუვალ გაკოტრებას გადაურჩეს.
„კეთილი ინებოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ დაპირების შესრულება, რათა ქვეყანაში არ დაიწყოს უმართავი პროცესები,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.