ლეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს “ქართუ ბანკიდან” დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას სთხოვენ

ვანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა

“ლეიბორისტული პარტია“ მოსახლეობისთვის სესხების დაბალ პროცენტში გაცემას მოითხოვს. მშრომელთა პარტიის წევრებმა ამ მოთხოვნით, ბანკის ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია მოსახლეობას დაეხმაროს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ქართუ ბანკიდან“ დაპირებისამებრ მოსახლეობაზე უნდა გასცეს დაბალ პროცენტიანი სესხები, იმისათვის, რომ მოსახლეობა გარდაუვალ გაკოტრებას გადაურჩეს.

„კეთილი ინებოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ დაპირების შესრულება, რათა ქვეყანაში არ დაიწყოს უმართავი პროცესები,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინის საზღვარზე არტილერიის გადაადგილება შეინიშნებოდა
შემდეგი სტატია“მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა”