,,ლევანის წრიდან გაფრთხილებული ვიყავი, რომ ჩემს წინააღმდეგ ეს იგეგმებოდა”

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის უკვე ყოფილი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი მისი დაკავების დეტალებს ჰყვება.

როგორც ჟურნალისტებს გობეჯიშვილმა განუცხადა, მან ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იცოდა, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა და სწორედ ამის გამო, სახლიდან არ გამოდიოდა.

“ჩემი დაკავება მოხდა საკუთარ სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი “Holiday Inn”-ში დასარჩენად, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო და დილით უნდა დავეკავებინე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სასტუმროში დავრჩენილიყავი. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, რომ გვისმენენ. ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, რადგან ლევანის წრიდან გაფრთხილებული ვიყავი, რომ ჩემს წინააღმდეგ ეს იგეგმებოდა. მელაპარაკა ბევრი ადამიანი, უბრალოდ მათ სახელებს ვერ დავასახელებ. პოლიციის შენობაში ზეწოლას ადგილი არ ჰქონია”,- აღნიშნა გეგა გობეჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ითვალისწინებს. გობეჯიშვილი სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ბიუჯეტის პროექტი– რომელ სამინისტროს რამდენი?
შემდეგი სტატიამიუხედავად სტუმრების სიაში არ ყოფნისა კახი კალაძე ყრილობას ესწრება