მიუხედავად სტუმრების სიაში არ ყოფნისა კახი კალაძე ყრილობას ესწრება

ოფიციალური კომენტარი, თუ რა სტატუსტით იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, ამ დრომდე არ გაკეთებულა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მოწვეული სტუმრების სია ცნობილია, თუმცა მასში კახა კალაძის გვარი არ არის.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალაძე “ჰოლიდეი ინში” უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტ გრიგოლი სურკისს მასპინძლობს და ორივე ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდებოდნენ.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაში,,ლევანის წრიდან გაფრთხილებული ვიყავი, რომ ჩემს წინააღმდეგ ეს იგეგმებოდა”
შემდეგი სტატიასირიაში მებრძოლი პირველი რუსი მფრინავის ფოტო გამოქვეყნდა+ფოტო