ლარი დღესაც გამყარდა – 1 აშშ დოლარი 2.38 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ლარი 2.38-იან ნიშნულზე ჩამოვიდა. ოფიციალური ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.3882 ლარი განისაზღვრა.

ახალი მონაცემები ხვალიდან აისახება კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

გუშინ კი 1 ამერიკულ დოლარი 2.4075 ლარი იყო, რასაც წინ უძღვოდა ლარის ერთ დღეში 4 თეთრით გამყარება. ეროვნული ვალუტის გამყარება სავალუტო რეზერვიდან 27 მილიონამდე დოლარის გაყიდვამ განაპირობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაში,,დეოკუპაციის შემდეგ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება”
შემდეგი სტატია“ბავშვთა სოფლის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია