,,დეოკუპაციის შემდეგ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სანატორიუმების რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა და ოკუპაციის პროცესის ნაწილია.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, არის ოკუპაციის პროცესის ნაწილი და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.
“სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაციის შემდეგ რუსეთი განუკითხავად მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასეთი რამ პირველად არ ხდება. თუმცა, ამ გადაწყვეტილებებს რეალობასთან და სამართლებრივ სივრცესთან საერთო არაფერი აქვს და დეოკუპაციის შემდეგ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო”
შემდეგი სტატიალარი დღესაც გამყარდა – 1 აშშ დოლარი 2.38 ლარია