კახა კალაძე: ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა

“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

კახა კალაძე ადასტურებს, რომ იგეგმება “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა მინისტრი შეხვედრის თარიღს, ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს.

“გაზპრომი” უკვე არის საქართველოში. ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი, არ გვაქვს. ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერციფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ საკითხი დავსვით იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში, სომხეთის მიმართულებით გადის, გაზრდილი იყოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მილსადენი მაქსიმალურად იქნას დატვირთული”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და ამით ევროპა არ დაქცეულა