თამაზ მეჭიაური: რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და ამით ევროპა არ დაქცეულა

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

“რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მემგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა,”-ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, გააკეთა.

თამაზ მეჭიაური “გაზპრომთან” მოლაპარაკების საკითხს გამოეხმაურა.

„უნდა ინახოს პირობები, რა პირობებით აპირებენ დაბრუნებას და ამის შემდეგ უნდა აიწონ-დაიწონოს, რამდენად მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მემგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა,”-განაცხადა მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურმა კომენტარი “გაზპრომში” ბიძინა ივანიშვილის მიერ წილების შესაძლო ფლობაზეც გააკეთა კომენტარი.

“მე ბატონ ბიძინას წილებზე ინფორმაცია არ მაქვს, რამდენი აქვს, მივესალმები თუ ექნებოდა, თუ მეტიც ექნებოდა,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: გაუგებარია რაში სჭირდება საქართველოს ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი