კახა კალაძე: ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, ესწრება.

ხმაურიანი არჩევნების წინ კალაძემ მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

„ქართული ფეხბურთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს,“ – აცხადებს კახა კალაძე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მიმდინარეობს. სასტუმროსთან კი ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც აღმასკომისგან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : აზრი არა აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას
შემდეგი სტატია“მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს”- რევაზ არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა