“მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს”- რევაზ არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რევაზ არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ და საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ეს განცხადება არველაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, ის ცნობს ნებისმიერ შედეგს როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას.

“მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს. ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე. მოვუწოდებ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ვარ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ფეხბურთის წინაშე”, – განაცხადა არველაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცველებსა და სასამართლოს, რომ გეგა გობეჯიშვილს არჩევენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
“ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს ვითხოვ რაღაც განსაკუთრებულს. ამ კაცის მიმართ, რომელიც არის ციხეში და იტანჯება, მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება ლევან კობიაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ არველაძეს დელეგატები ოთახში ჰყავს გამოკეტილი, არველაძის თქმით, ეს არის სიცრუე და მსგავსი არაფერი მომხდარა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილი: რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ხელოვნურად უქმნიან პრობლემას